საჯარო რეესტრში იურიდიულ პირთა ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იურიდიული პირების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, 2016 წელს 20100 სამეწარმეო სუბიექტზე ახალი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შეიქმნა.
პროექტი საჯარო რეესტრმა 2016 წელს დაიწყო. განხორციელებული სამუშაოები, პროექტით დაგეგმილი სამუშაოების სრული რაოდენობის 12%-ს შეადგენს.
როგორც „კვირას“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, პროექტი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, არაზუსტი და ხარვეზიანი მონაცემების გასწორებას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დასკანერებასა და თითოეული იურიდიული პირისთვის სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2010 წლამდე რეგისტრირებული 122 464 იურიდიული პირის საქმე დამუშავდება. დაგეგმილი სამუშაოები სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, არაზუსტი და ხარვეზიანი მონაცემების გასწორებას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სკანირებას და თითოეული იურიდიული პირისთვის სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რომელიც არასისტემატიზებული არქივისა და ელექტრონული მონაცემთა ბაზებითაა გამოწვეული, გაიზრდება საჯარო რეესტრის სერვისების ხარისხი, შესაძლებელი გახდება ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სექტორის უტყუარი და ზუსტი მონაცემებით უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ხარისხს. თითოეულ იურიდიულ პირზე ციფრულ ფორმატში გადატანილი საარქივო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
იურიდიულ პირთათვის ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები