ე.წ. სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კომისია კოკოითს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი რეგიონში მუდმივად არ ცხოვრობდა და შესაბამისად, მას „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ “ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცნობეს.
ცნობისთვის, გასული წლის პირველ სექტემბერს საინიციატივო ჯგუფმა ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატად დაასახელა.
„ედუარდ კოკოითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა. შესაბამისად, მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბუთებს შეიტანს და დადასტურდა, რომ რეგიონში ბოლო წლები მუდმივად არ ცხოვრობდა, მას რეგისტრაციაზე უარს ეტყვიან“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კომისიაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომისიაში „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკვე რვა კანდიდატმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები