ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოსურ და რუსულ ენებში გამოცდების ჩაბარება მოუწვეთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ გადაწყვეტილებით,  „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოსური და რუსული ენების გამოცდის ჩაბარება მოუწვეთ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
სპეციალური კომისია ექვსი წევრისგან შედგება – სამი რუსული ენის სპეციალისტია და სამი – ოსურის. ენის ცოდნის დონის დასადგენად, „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ოსურად და რუსულად კარნახი უნდა დაწეროს, ასევე დადგენილ თემაზე ხუთწუთიანი გამოსვლა მოამზადოს.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატს 2-3 შეცდომის დაშვების უფლება აქვს და 5 – ბალიანი სისტემით სულ მცირე, „სამიანი“ უნდა მიიღოს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში  „საპრეზიდენტო“ არჩევნები 9 აპრილს გაიმართება. ოფიციალური თბილისი მათ უკანონოს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები