„დღესაც ვერ გამოდიან სტრესიდან ჩემი შვილები“ – ემზარ კვიციანი ცილისწამების მუხლის აღდგენას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსი“ ცილისწამების მუხლის აღდგენას ითხოვს. შესაბამისი განცხადება პარტიის წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„2005 წელს, ჩვენდა სამწუხაროდ, ეუთოს რეკომენდაციით გაუქმდა ცილისწამების მუხლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრებმა და კერძოდ, ტერორისტმა სააკაშვილმა ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ძალიან დიდი გამოხმაურებაა ამ მუხლზე საზოგადოების მხრიდან, დიდი ინტერესია და საზოგადოება ითხოვს, რომ ეს მუხლი აღდგენილ იქნას, რატომ არის წინააღმდეგობა ამ მუხლის აღდგენაზე ვერ გავიგე?
ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლებს ეწინააღმდეგება, რა საერთო აქვს სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას ერთმანეთთან?! ვისაც არ გამოუცდია ცილისწამება, მე შემიძლია ვუთხრა, რომ ღმერთმა არც გამოგაცდევინოთ ნურავის. დღესაც ვერ გამოდიან სტრესიდან ჩემი შვილები ამ ცილისწამების გამო, რასაც ისმენდნენ. წარმოდგინეთ ბავშვი, რომელსაც ესმის ცილისწამება მშობელზე, ტელევიზიები მუშაობდნენ ამაზე 24 საათის განმავლობაში. არსებობენ ბავშვთა უფლებების დამცველები, თუმცა ამაზე ხმას არ იღებენ. იქნება შევაჩეროთ ეს უბედურება, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის პრობლემაა“, – განაცხადა კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები