„ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები და ამის გამო მოხდა ის, რომ ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაცია“

საპარლამენტო უმრავლესობია მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საგაზაფხულო სესიაზე კოლეგებს საქართველოს მიღწევები და შესაბამისი მონაცემები გააცნო. უმრავლესობის დეპუტატმა პარლამენტარებს სტატისტიკა წარუდგინა, რომლის მიხედვით საქართველოს ცოტა დააკლდა არასრული დემოკრატიის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვედრილიყო.
„მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, მინდა, ამ საგაზაფხულო სესიაზე გვქონდეს ბევრი პოზიტივი, რადგან, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ. აქვე მინდა, მოკლედ, მეგობრულად მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიტყვა ინვალიდს გამოიყენებს, მის ნაცვლად გამოვიყენოთ ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებზეც გაამახვილა ყურადღება. მაჭარაშვილის თქმით, ეს შეფასებები საკმაოდ მაღალია, თუმცა ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ მიეწოდება. დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის გაცნობა, დეპუტატების ვალიცაა.
„ჩვენ 2007 წელს ვიყავით 104-ე ადგილზე. 2013 წელს უკვე მკვეთრი ნახტომი განხორციელდა და ზუსტად ამის გამო ჩვენ დავსახელდით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. არასრული დემოკრატიის სტატუსამდე დარჩენილია სულ რაღაც ერთი ნაბიჯი, ჩვენ უკვე 2013 წლიდან 2016 წლამდე, სულ სამი წელია გასული მხოლოდ 7 მეასედი ქულა დაგვაკლდა იმისათვის, რომ მოვხვედრილიყავით არასრული დემოკრატიის ქვეყნებში. მე არ მინდა, ციფრებით მოგაბეზროთ თავი, უბრალოდ, ვიტყვი რომ ეს პროცესი ასე არ ხდება და ამას თავისი წინაპირობები გააჩნია. ჩვენი აზრით, ეს წინაპირობებია იმისა, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე, ჩვენ მოსალოცად გვაქვს საქმე, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია ესეც შემთხვევით არ ხდება, ამას წინაპირობები აქვს ის, რომ არსებობს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა, არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები, დამოუკიდებელი მედია და სწორედ ამ პროცესების გამო მოხდა ის, რომ ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაცია და კარგი შედეგები ამ ორგანიზაციების სტატისტიკაში. მინდა, მოკლედ აღვნიშნო ჩვენი ეკონომიკური წინსვლა ამ სტატისტიკების მიხედვით, განსაკუთრებით კი ტურიზმის მიმართულებით, როდესაც, ბოლო ორ წელიწადში საქართველოში არსებულ მოსახლეობაზე მეტი რაოდენობის ტურისტი არის შემოსული საქართველოში. დინამიურად ვითარდება პროცესები და ჩვენ იმ ლოგიკურ შედეგს, რასაც ჰქვია ჩვენი წინსვლა და განვითარება აუცილებლად მივაღწევთ“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები