პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა. 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ დეპუტატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მანანა კობახიძეს ახალი თანამდებობა მიულოცა. რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში 16:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.