არჩილ თალაკვაძე ცხინვალში რეფერენდუმის დანიშვნაზე: რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატებები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს.
როგორც თალაკვაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთს საქართველოს წარმატებები აშფოთებს და მუდამ ახალ გზებს ეძებს.
„ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ეს არის საოკუპაციო გეგმის ნაწილი და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი ოსი ძმების, რუსეთის მიერ მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, თანამეგობრობას, მიიღონ ქმედითი ზომები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ამ აშკარა მცდელობაზე. უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატებები და პროგრესი, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მშვიდად იგრძნოს თავი“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები