სოფო კილაძე „ნაციონალებზე“: ეს ძალა ისევ ცდილობს სასამართლო ჯიბეში ჰყავდეს ჩასმული და ქვეყანა უკან დააბრუნოს

ბოლო დროს განვითარებული პროცესები და გარემოებები ნამდვილად მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ხორციელდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვილსას განაცხადა.
როგორც კილაძემ აღნიშნა, მიუხედავად აღნიშნული მცდელობისა, საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლებას. დეპუტატმა სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ არნახულ ზეწოლას, რომელიც ხორციელდება სასამართლოზე ბოლო პერიოდში და განსაკუთრებულ პიკს ბოლო დღეებში მიაღწია ამ საკითხმა. სასამართლო ნამდვილად არის ის საკითხი, სადაც გადის ჩვენი დემოკრატიის ზღვარი, ამიტომ ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას.
მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხების გამოძიებას, ეს ობიექტური გარემოებები, რომლებსაც ვხედავთ მედიით თუ სხვა საშუალებებით ნამდვილად მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს (რა თქმა უნდა არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას), რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ხორციელდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე, ეს იქნება მოსყიდვით, შანტაჟით თუ სხვა საკითხებით, ამიტომ ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს და იმის ნაცვლად, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად გავერთიანდეთ იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ეს ძალა ისევ ცდილობს ქვეყანა უკან დააბრუნოს და სასამართლო ჯიბეში ჰყავდეს ჩასმული (მაპატიეთ ამ სიტყვაზე) როგორც ეს იყო მათი მმართველობის დროს, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას არავის არ მივცემთ იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული, ძლიერი და არავის არ აქვს საშუალება, რომ ქვეყანა ისევ დააბრუნოს იმ სიტუაციაში, როდესაც სასამართლო იყო ერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ.
მიუხედავად ძალიან ბევრი რეფორმისა, რომელიც ეკონომიკაში განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ისევ არის მატერიალურ-ფინანსურ გაჭირვებაში ეს სოციალური და ეკონომიკური საკითხები არის ძირითადად ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს კიდეც. ეს ადამიანები ცდილობენ რომ ისევ სასამართლოზე მოხდეს კონცენტრაცია მთელი ძალის და ჩვენ ისევ გადავეშვათ „ნაციონალური მოძრაობასთან“ შეხლა-შემოხლაში. ვერავინ ვერ ეღირსება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს იმ წარსულში“, -განაცხადა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები