“საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 27 თებერვალს გახდება ცნობილი”

საქართველოსთვის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საბოლოო გადაწვეტილებას 22 თებერვალს მიიღებენ. ამის შესახებ ტვიტერში რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა. მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე 27 თებერვალს იქნება მიღებული. სწორედ ამ დროს გაირკვევა, როდიდან შევა უვიზო მიმოსვლა ძალაში. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 2 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები