ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის დაწყების წინ დეპუტატებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.
კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება – საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერა, ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა.
„მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ის მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან.ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევა, ხელისუფლების მიღწევა, აქ მჯდომი თითოეული ადამიანის მიღწევა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც არის დაკავშირებული ევროპულ ინტეგრაციასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ბოლო წერტილი ჩვენთვის ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რა თქმა უნდა, სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს მიზანიც იქნება აუცილებლად უახლოეს მომავალში მიღწეული“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები