სოფო კილაძე: ვფიქრობ, დღეს ვეტოს დავძლევთ

ვფიქრობ, რომ დღეს დავძლევთ ვეტოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ისევ ვეტოს უფლება გამოიყენა და იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომლითაც სასამართლოში წინ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი, შენიშვნები წარმოადგინა. ვფიქრობ, რომ დავძლევთ ამ ვეტოს, რადგან ეს არის რეალურად ის მესამე ტალღაა, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს სასამართლოს გაჯანსაღებას. ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის და ზოგადად დასავლეთის სულისკვეთებას შეესაბამება ეს მესამე ტალღა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სასამართლო რეფორმის შესახებ პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კენჭისყრაზე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები