სოსო ვახტანგაშვილი: სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმებია ჩასატარებელი

ის შენიშვნები, რაც პრეზიდენტმა წამოაყენა „ეროვნულ ფორუმის“ ადრინდელი იდეების ანალოგიურია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
როგორც ვახტანგაშვილმა აღნიშნა, მესამე ტალღის რეფორმა სრულყოფილი არ იქნება სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. იგი აქცენტს პრეზიდენტის ვეტოზეც აკეთებს.
„მე როგორც მოვისმინე განცხადებები, მოხდება პრეზიდენტის შენიშვნებში გარკვეული საკითხების გათვალისწინება. ის შენიშვნები, რაც დღეს პრეზიდენტს აქვს, „ეროვნულ ფორუმს“ ჯერ კიდევ კოალიციაში ყოფნის დროს ჰქონდა. არსებული სისტემა მთლად ბოლომდე არ შეესაბამება დაანონსებული მესამე ტალღის რეფორმას. ამ მხრივ, თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ გვყავდა ბევრი მხარდამჭერი დეპუტატი. ამ მუხლებთან დაკავშირებით და სასამართლოს თავმჯდომარეების განწესების წესთან დაკავშირებით იყო შენიშვნები, მათი განწესება სხვანაირი წესით უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე განმარტა, რომ საკმაოდ ბევრი საკითხია მესამე ტალღაში დადებითი, რაც კარგ ცვლილებებს გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები