კიშინიოვის აეროპორტში ბომბს ეძებენ

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის აეროპორტში ბომბს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდავეთის სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. „სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღეს, რომელშიც ეწერა, რომ კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი დანაღმულია. წერილის ავტორი, რომლის ვინაობაც უცნობია, თანხას ითხოვდა. ამის შემდეგ აეროპორტის შენობის ევაკუაცია განხორციელდა. რეისები შეფერხდა. შეჩერებულია მგზავრთა რეგისტრაცია“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
ამ დროისთვის აეროპორტის შენობის შემოწმება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები