ჰილარი კლინტონი: მომავალი ქალებისაა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ აშშ-ს ძლიერი ქალები სჭირდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ ძლიერი ქალები გვჭირდება, რომლებსაც შეუძლიათ მოძრაობა წინ და საკუთარი აზრის დაფიქსირება” – აცხადებს კლინტონი. მან ასევე აღნიშნა, რომ იანვარში ვაშინგტონში ჩატარებული ქალების მარში იმაზე მიუთითებს, რომ მშვენიერ ნახევარს შესანიშნავი მომავალი ელის. „მომავალს ქალის სახე აქვს. შეხედეთ იმ მარშის სახეს, რომელიც იანვარში გაიმართა. ის ქალების მიერ ორგანიზებული და მან მილიონობით ადამიანის გულებში შეაღწია“ – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
ცნობისთვის, 21 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დასაცავად ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები