თურქეთში დაკავებულ დაავადებულ მეძავთა შორის ქართველებიც არიან (ვიდეო)

თურქეთის სილივრის რაიონში ჟანდარმერიის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მსუბუქი ყოფაქცევის 84 ქალი, მათ შორის, ქართველი მეძავებიც დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა “haberler.com” იუწყება.
დაკავებულთა შორის მოლდავეთის, უკრაინის, მაროკოს, ბელორუსიის, რუსეთის, საქართველოს, უზბეკეთის, სომხეთის, ყირგიზეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ოპერაცია 5 სხვადასხვა სასტუმროში ჩატარდა.
დაკავების შემდეგ, ქალებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. უმრავლესობას C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი და სხვა დაავადებები აღმოაჩნდა.
ამჟამად მეძავები სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც მათი დეპორტირება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები