პრეზიდენტი: ვიზალიბერალიზაციას მივყავართ ჩვენს მკაფიო და ისტორიულ მიზანთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, ევროპარლამენტის მიერ 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
„ქვეყნისთვის ეს ნიშნავს, სულ ახლო მომავალში იმ რესურსებისა და ბერკეტების აქტიურ ამუშავებას, რომელიც აქამდეც გვქონდა ევროკავშირთან. ჩვენ ვართ ასოცირებული ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე, როცა ჩვენ საუნივერსიტეტო და განათლების სისტემაში ვთანამშრომლობთ.
ვიზალიბერალიზაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ევროპასთან ყველა მექანიზმი ბევრად მეტად გავაღრმავოთ და ავამუშავოთ. ვიზალიბერალიზაციას მივყავართ კიდევ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ჩვენს საბოლოო დეკლარირებულ, მკაფიო და ისტორიულ მიზანთან, რომელიც ევროკავშირის წევრობას გულისხმობს“, – განაცხდა მარგველაშვილმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 2 თებერვალს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები