არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მომავალში მხარს დავუჭერთ ახალი, თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას

  “ჩვენ მომავალში დავუჭერთ მხარს ახალი, თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განახლებულ ფორმატში გააგრძელებს მუშაობას და ის პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული. „პარლამენტი ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე.
ჩვენ მომავალში დავუჭერთ მხარს ახალი, თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას. ამიტომ ჩვენ ველოდებით განახლებულ და ეფექტურ მაუწყებლობას, თანამედროვე ტელევიზიას, სადაც გააგრძელებენ მუშაობას პროფესიონალები და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ყველაზე საუკეთესო სახით. ჩვენი მოლოდინი არის ახალი, თანამედროვე ტელევიზია, რომელიც უნდა შეიქმნას გონივრულ დროში და რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესს. ჩვენ მხარს დავუჭერთ მომავალში მხოლოდ ასეთი ტელევიზიის დაფინანსებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები