რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. გამყოფი ხაზიდან გატაცებული ქალები გაათავისუფლეს
“ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან არსებული ე.წ. გამყოფი ხაზიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 2 ქართველი ქალი გათავისუფლებულია”, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შორენა და ლაურა ბალახაძეებმა ცხინვალის მილიციის იზოლატორი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის შორენა და 26 წლის ლაურა ბალახაძეები რუსმა ოკუპანტებმა 1 თებერვალს სოფელ ატოცთან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათ გასათავისუფლებლად დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ქართული მხარე ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით აწარმოებდა.