ექიმი: პატრიარქს სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები უტარდება

“პატრიარქს სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები უტარდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო უწმინდესის პირად ექიმზე, ცისანა შარტავაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შარტავას თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. იგი მკურნალობას ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.
”საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.
გამოკვლევების დამთავრების შემდეგ, სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე”, -განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები