„თი-ბი-სი ბანკმა“ ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა

„თი-ბი-სი ბანკმა“ ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა. ბანკის წარმომადგენელმა, ზურაბ ერგეშიძეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში”,  გადაცემა „ექიმების” წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, „თი-ბი-სი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ გათამაშების შედეგად, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდა ორი სუპერპრიზის მფლობელი – ზურაბ ერგეშიძე, რომელმაც გუდაურში ბინა მოიგო და ბაკურ ბეგაშვილი, რომელმაც ევროპაში სამოგზაურო საგზური მოიგო.
გარდა სუპერპრიზის მფლობელებისა, „თი-ბი-სი ბანკის“ გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელმაც აქციის პერიოდში მობაილბანკით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. ეს აღმოჩნდა თინათინ ლორთქიფანიძე, რომელსაც ბანკმა ასევე აჩუქა ბინა გუდაურში. სიურპრიზის შესახებ მობაილბანკის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს „თი-ბი-სი ბანკმა“ სწორედ გუდაურიდან, ერგეშიძეების ბინიდან სატელეფონო ზარით შეატყობინა.
აქციის ფარგლებში, სულ 2000-მდე ადამიანი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით. ეს მხოლოდ იმისათვის, რომ მონაწილეობდნენ „თი-ბი-სი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრულ გათამაშებაში.
„ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ „თი-ბი-სი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება ციფრულად მიმდინარეობდა და გათამაშების პრინციპი შემთხვევითობა იყო. არ გვინდოდა, ყველაზე აქტიური მომხმარებელი საჩუქრის გარეშე დაგვრჩენოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მეორე ბინა გუდაურში მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებლისთვის გადაგვეცა. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აქცია ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა სიხარულის მომტანი – 2000-მდე ადამიანი ფულადი პრიზით დავასაჩუქრეთ, 2 – ბინით, ერთი კი მოგზაურობით. ყველას მინდა მივულოცო „თი-ბი-სი ბანკის“ სახელით და წარმატება ვუსურვო, სხვებს კი მოვუწოდო, რომ გააქტიურდნენ ინტერნეტ და მობაილბანკში,”- განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა, თამუნა კირვალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები