ე.წ. სამხრეთ ოსეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. კომპანია “ენერგორესურსის“ ცნობით, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ავარია მოხდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაზიანდა. ამჟამად აღდგენითი სამუშაოებია დაწყებული.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდთოვლობა გახდა.