ნინო კობახიძე საჯარო სამსახურს ტოვებს და ბიზნესში მიდის

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე საჯარო სამსახურს ტოვებს და ბიზნესში მიდის. ამის შესახებ მან “Forbes Georgia”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნინო კობახიძე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სადაზღვევო სფეროს უბრუნდება და კერძო სექტორში საქმიანობას კომპანია “Global Benefits Georgia”-ში გააგრძელებს. ბაზარზე ახალი მოთამაშის დედა კომპანია ამერიკული “Global Benefits Group”-ია, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაა, 36-წლიანი გამოცდილებით. ახალი კომპანიის პარტნიორი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” იქნება.
„ნინო კობახიძის კომპანია, თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აპირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი ხელწერის შემოტანას – ეს იქნება ინოვაციური პროდუქტები და მოქნილი, ინდივიდუალური მიდგომა პარტნიორებთან“,- წერს ქართული „ფორბსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები