მამუკა მდინარაძე: მანანა კობახიძეს პოლიტიკური წარსული ხელს არ შეუშლის, საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტური მოსამართლე იყოს

„მანანა კობახიძეს პოლიტიკური წარსული ხელს არ შეუშლის, საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტური მოსამართლე იყოს“, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე თანაგუნდელის, მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენას საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის თანამდებობაზე . “მიმაჩნია, რომ მანანა კობახიძე არის იმ კანდიდატთა შორის ყველაზე ღირსეული, რომელსაც მმართველი გუნდი განიხილავდა. მომავალში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში მის წარმატებულ საქმიანობაზე. მინდა გითხრათ, რომ უამრავი პრეცედენტია, როცა პოლიტიკიდან სასამართლოში გადაინაცვლებენ და ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის”, – აღნიშნა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები