იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.
როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისი, როგორც ადვოკატის საქმიანობა, მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში ადამიანების ბედი შეცვლილიყო. მისივე თქმით, დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში, ის სასამართლოებში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე, მისი იურიდიული გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღეს. კომიტეტი კობახიძის მოსმენის შემდეგ, მის კანდიდატურას კენჭს უყრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები