მამაკაცს, რომელმაც მელია გაატყავა, იარაღი და მელიის ტყავი ჩამოერთვა

“ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მელიას ატყავებდა და რომელმაც სოციალურ ქსელში ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები გაავრცელა, იარაღი და მოკლული მელიის ტყავი ჩამოერთვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს.
„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოტოზე ასახული პირის იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც გავიდნენ ადგილზე, სადაც მელა მოკლული და გატყავებული დახვდათ. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღი და უკანონოდ მოპოვებული მელიის ტყავი. შედგა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
16508557_1806194019395008_6516221190110390384_n 16508720_1806194029395007_2501685195323631794_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები