ქურთმა მოხალისეებმა რაქის მახლობლად სამი სოფელი აიღეს
ქურთმა მოხალისეებმა სირიის ქალაქ რაქის მახლობლად სამი სოფელი აიღეს, რომლებსაც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები” აკონტროლებდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ფირატი“ იუწყება.
ქურთი მოხალისეების შეიარაღებული ფორმირებები „სირიის დემოკრატიული ძალების“ შემადგენლობაში შედიან. ამ დაჯგუფების მიზანია ქალაქ რაქის აღება, რომლიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად ითვლება.
შეტევა ქალაქზე ორი მხრიდან – ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილო–აღმოსავლეთიდან ხორციელდება. ოპერაციის სახელწოდებაა “ევფრატეს რისხვა“.
ცნობისთვის, ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს” ძირითად დასაყრდენზე ერაყში- ქალაქ მოსულზე შეტევა გრძელდება. ამ ქალაქის ნახევარი ერაყის სამთავრობო ძალებმა უკვე აიღეს.