საქართველოს საზღვრის მახლობლად მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, საქართველოს საზღვრის მახლობლად, მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ რიზესთან მდებარეობდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 3,2 შეადგინა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.