მარი ლე პენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთის ნატოდან გამოყვანას აპირებს

 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარი ლე პენი თავის წინასაარჩევნო კამპანიაში პრიორიტეტად ქვეყნის ნატოდან გამოსვლას და საფრანგეთის შიდა სამხედრო ძალების გაძლიერებას ასახელებს.
ლე პენი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას მისთვის არასასურველ სამხედრო მოქმედებებში ჩაბმას ააცილებს თავიდან.
ამასთან, ლე პენი საფრანგეთის მიერ შენგენის ზონის დატოვების მომხრეცაა და მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს. საფრანგეთში არჩევნები 23 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები