ოკუპანტებმა გორის რაიონიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ ზერტში, 48 წლის ჯიმშერ ტიელიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფლის სიახლოვეს ტყეში, შეშის შესაგროვებლად იყო გასული.
ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკვე მეორედ დააკავეს.