ცხინვალი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობას არ შეეხება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხება და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე არ ვრცელდება. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროში“ აცხადებენ.
ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები იმის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეეხება, „ნაღრძობი ლოგიკის“ მაჩვენებელია.
დე ფაქტო სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ საქართველო რამდენჯერმე შეეცადა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განადგურებას, ახლა კი პროპაგანდისტულ ქმედებებს ახორციელებს.
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას აქვს რუსული პასპორტები და მათი მეშვეობით მსოფლიოში მოგზაურობა შეუძლიათ, რასაც სწორედ საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება“ – აცხადებენ ცხინვალში.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს უარი თქვას „სამხრეთ ოსეთის“ საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები