ძევრი-ტყიბულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდთი სამუშაოების შედეგად, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ.16-კმ.29 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.