ტრამპი მიესალმება კომპანია „სამსუნგის“ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ში ქარხნის აშენებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმება სამხრეთ კორეული კომპანია „სამსუნგის“ გადაწყვეტილებას, რომელიც შეერთებულ შტატებში ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა.
„დიდი მადლობა კომპანია “სამსუნგს“. მზად ვართ, მიგიღოთ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, „სამსუნგის“ გარდა, ანალოგიური გადაწყვეტილება კომპანია LG-მაც შეიძლება მიიღოს.
ცნობისთვის, აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო. ის  ამერიკელებს ადგილობრივი ბაზრის დაცვასაც ჰპირდებოდა. ტრამპის ერთ-ერთი პირველივე ბრძანებულებით, აშშ წყნარი ოკეანის პარტნიორობის ხელშეკრულებიდან გამივიდა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის შეერთებული შტატებისთვის წამგებიანი იყო.

16507523_10207890000199524_1114288326_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები