3 თებერვალს ღამით ყინვა გაძლიერდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსი იქნება. ამაღამ ისევ გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, -3, ზოგან -7, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი  -6, ზოგან -13 გრადუსამდე დაეცეს. ქ. თბილისში -4, -6 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები