„სხვების ცხოვრება“ – ლაშა ბაქრაძის თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება

3 თებერვალს, 20:00 საათზე, „მზიურის“ თავისუფალ კინოჩვენებაზე ფლორიან ნეკელ ფონ დონერსმარკის „სხვების ცხოვრების“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ „მზიურში“ განუცხადეს, ჩვენების ორგანიზატორია ლაშა ბაქრაძე. დაზვერვის აგენტი უთვალთვალებს და უსმენს სხვების ცხოვრებას. ნელ-ნელა ეჭვი ეპარება იმ სახელმწიფოს სიმართლეში, რომელიც სხვა ადამიანების მეთვალყურეობას ავალებს…
“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდ აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები