სპექტაკლ „მუუ“-ს „შაქრო ბაბუა“ უმასპინძლებს

4 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია ,,შაქრო ბაბუაში“ გაიმართება ზურა ქიქოძისა და გაგა ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – ,,მუუ“-ს ჩვენება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხადეს, სპექტაკლი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში, რუსთაველზე, დადგა ზურა ქიქოძემ. 2013 წელს კი გამომცემლობა ,,სიესტამ“ იმავე სახელწოდების წიგნი გამოსცა.
სპექტაკლის ჩვენებასთან ერთად გაიმართება შეხვედრა პიესის ავტორებთან.
გარეკანზე გამოყენებულია ნუგზარ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) ნახატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები