ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2016 წელს გამოცემული წიგნების წარდგინებას გამართავს

3 თებერვალს, 15:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს 2016 წელს გამოცემული წიგნების წარდგინებას. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარმოდგენილი იქნება 16 გამოცემა:

1. ნინო ქავთარია, ქეთევან ტატიშვილი, ეკა დუღაშვილი – „ბიბლიური სიუჟეტები (ძველი და ახალი აღთქმა) ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები“;
2. ელენე მაჭავარიანი, მაია კარანაძე, ვლადიმერ კეკელია – „ძველი აღთქმის მინიატიურები ქართულ ხელნაწერებში“;
3.  I ტომი – პროკლე დიადოხოსი, პლატონური ფილოსოფოსი. „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნი“. თარგმანი და განმარტება იოანე პეტრიწისა. H-1337 ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა (I ტომი – დამანა მელიქიშვილი);
II ტომი – პროკლე დიადოხოსი,  „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნი“. თარგმანი და განმარტება იოანე პეტრიწისა; H-1337 დიპლომატური გამოცემა (II ტომი – დამანა მელიქიშვილი, ნათია მიროტაძე);
III ტომი –  პროკლე დიადოხოსი  „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნი“ და იოანე პეტრიწის განმარტება. სომხური ვერსია. III ტომი – მაია რაფავა, ხათუნა გაფრინდაშვილი, ირმა ხოსიტაშვილი;
4. ავტორთა კრებული – ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან. III ტომი. ლილი ხევსურიანი, ლალი ჯღამაია, თამარ ოთხმეზური, ენრიკო გაბიძაშვილი.
5. ქეთევან ბეზარაშვილი – გრიგოლ ნაზიანზელის (ღმრთისმეტყველის) პოეზიის ძველი ქართული ვერსია. წიგნი II;
6. თამარ ოთხმეზური – „მაქსიმე აღმსარებლის Ambiguorum liber ქართული – მთარგმნელობით ტრადიციაში“;
7. ლელა შათირიშვილი – ბასილი ანკჳრიელი და მისი თხზულების ქართული თარგმანი;
8. ენრიკო გაბიძაშვილი – თებერვლის თვის ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკურ საკითხავთა უნიკალური კრებული;
9. ზაზა ალექსიძე; – ქრისტიანული კავკასია, მესამე ტომი. რედაქტორი – დალი ჩიტუნაშვილი;
10. მზია სურგულაძე – „მცხეთის სახლი“;
11. მზია სურგულაძე – ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, მეოთხე ტომი;
12. ირმა ბერიძე; ვლადიმერ კეკელია – ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილის პირადი არქივის აღწერილობა;
13. ეთერ ქავთარაძე – სერგი გორგაძის პირადი არქივის აღწერილობა;
14. შემდგენლები: მანუჩარ გუნცაძე; შორენა მურუსიძე – მასალები ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისათვის;
15. ლია კიკნაძე – ვასილ ჭილაძე, ახალი სახელი ქართულ ლექსიკოგრაფიაში;
16. თამაზ ჯოლოგუა – დიმიტრი ყიფიანი, თხზულებები, I ტომი. შემდგენელ-რედაქტორი თამაზ ჯოლოგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები