თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღე-ღამეში სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 51 „ბოევიკი“ გაანადგურეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 51 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ასევე, დიდი რაოდენობით ტერორისტი დაჭრილია და ტყვედ არის აყვანილი. ამის შესახებ გამოცემა “Hürriyet Daily News”-ი იუწყება.
“თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ტერორისტების 85 ობიექტზე იერიში მიიტანეს. განადგურებულია „ბოევიკების“ 83 შენობა, 10 სატრანსპორტო საშუალება, იარაღის ორი საწყობი და რამდენიმე ქვემეხი“, -განაცხადეს თურქეთის გენერალურ შტაბში.
ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია „ევფრატეს ფარი“ 24 აგვისტოს დაიწყო. მისი მიზანია ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქიდან „ისლამური სახელმწიფოს“ გაძევება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები