ახალი სამედიცინო პროგრამის დანერგვის ფარგლებში, უნივერსიტეტსა და ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალი სამედიცინო პროგრამის დანერგვის ფარგლებში, უნივერსიტეტსა და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით კვალიფიციური განათლების მიღების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა, რომლებიც ერთი მხრივ, სტუდენტების პროფესიული განვითარებისკენ და მეორე მხრივ, სამედიცინო ცენტრის წარმატებული საქმიანობისკენ იქნება მიმართული.
ურთიერთთანამშრომლობა სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკითა და სტაჟირებით უზრუნველყოფს. სწავლება ინგლისურ ენაზე განხორციელდება.
ხელშეკრულებას ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ბრეგვაძემ მოაწერეს.

DSC_1384
DSC_1351
DSC_1342
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები