ნატოში გაწევრიანების საკითხზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება

ნატოში გაწევრიანების საკითხზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარება იგეგემება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანულ გამოცემა Funke Mediengruppe-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, თუ 4 წლის წინ ამ რეფერენდუმს მხარს უჭერდა მოსახლეობის 16%, ახლა ამას მხარს უჭერს გამოკითხულთა 54%.
პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ ის ნატოში უკრაინის გასაწევრიანებლად ყველაფერს გააკეთებს, თუ ამას მოსახლეობა რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს.
გასული წლის ივლისში ვარშავაში გამართულ სამიტზე უკრაინამ და ნატომ ხელი მოაწერეს კომპლექსურ შეთანხმებას 40 ოლქში თანამშრომლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები