ხელვაჩაურში ნანგრევებიდან 19 წლის მამაკაცი ამოიყვანეს, დაშავებულია ასევე, ორსული ქალი

ოთხსაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში გორგაძეების სახლის ნანგრევებიდან 19 წლის ლადო გორგაძე ამოიყვანეს. სახლი დიდთოვლობის გამო დღეს, დილის საათებში დაინგრა.
ნანგრევებიდან 5-სულიანი ოჯახის 3 წევრი ამოიყვანეს. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 60 წლის თამაზ გორგაძე კი გარდაცვლილი იპოვეს.
უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ფერიაში გუშინაც მოხდა – ქართველიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად, 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები