ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ქალები უმოკლეს ვადებში გათავისუფლდებიან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქის შორენა და ლაურა ბალახაძეები დაკავებას ადასტურებს.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ისინი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გათავისუფლდებიან.
„ჩვენ ჩართული ვართ მათი გათავისუფლების პროცესში. ამოქმედებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი, რომელიც ასეთი ინციდენტების დროს ირთვება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქალბატონები ნამდვილად არიან დაკავებულნი და ველოდებით, რომ ისინი გათავისუფლდებიან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მახლობლად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შორენა და ლაურა ბალახაძეები დააკავეს. მათ ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებენ.