რუსმა ოკუპანტებმა 2 ქართველი ქალი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყორნისის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა 2 ქართველი ქალი დააკავეს.  როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს ხელისუფლება დაკავებული პირების გასათავისუფლებად მუშაობს.
“ვადასტურებთ ორი პირის დაკავებას ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები