იაპონიაში ადამიანს ღეროვანი უჯრედებიდან შექმნილ თვალის ბადურას გადაუნერგავენ
იაპონიის ხელისუფლებამ ღეროვანი უჯრედებიდან შექმნილი თვალის ბადურის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა, ბადურას ერთი ადამიანისგან მეორეს გადაუნერგავენ. ოპერაციის ჩატარებაზე ნებართვა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.
ბადურის გადანერგვის ოპერაცია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნდა ჩატარდეს. მასში კიოტოს და ოსაკის უნივერსიტეტების, ასევე კობეს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მეცნიერები გეგმავენ თვალის ბადურის გადანერგვას ადამიანზე, რომელიც მაკულარული დეგენერაციით არის დაავადებული. ეს დაავადება ბადურის ცენტრალურ ნაწილს აზიანებს და მან შეიძლება მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.
ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ღეროვანი უჯრედების შესაქმნელად 2-3 თვეა საჭირო. მაშინ როდესაც ადრე ამისთვის 10 თვემდე იყო აუცილებელი.