სპეცოპერაცია გერმანიაში – დაკავებულია 36 წლის ტუნისელი ტერორისტი

გერმანიაში პოლიციამ 38 წლის ტუნისელი ტერორისტი დააკავა, რომელიც რამდენიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
ეს პირი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ „ბოევიკების“ “დავერბოვკებაში“, ადამიანებით კონტრაბანდასა და გერმანიაში ტერაქტების ჩადენის მიზნით ტერორისტული ქსელის შექმნაშია ეჭვმიტანილიო.
ეს მამაკაცი ასევე ტუნისის პოლიციის მიერ იძებნება. ქვეყნის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეს პირი ბორდოს მუზეუმზე 2015 წლის მარტში თავდასხმის ორგანიზატორია. მაშინ ტერაქტს 20 ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სპეცოპერაცია მაინის ფრანქფურტში ჩატარდა. დაკავებისას ეჭვმიტანილს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულის მიერ შექმნილ ტერორისტულ ქსელში 16 ადამიანი შედიოდა, რომელთა ასაკი 16-დან 46 წლამდე შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები