მოსკოვში ავტოავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

მოსკოვში მომხდარ ავტოავარიას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვარშავის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომანქანას შეჯახების შემდეგ ცეცხლი მოეკიდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.
ავარიის გამო გზატკეცილზე გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები