მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთთან დამნაშავეების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამნაშავეების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამის შემდეგ რუსეთის ციხეებში მყოფი აფხაზები სასჯელის მოხდას ოკუპირებულ რეგიონში შეძლებენ, ხოლო აფხაზეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები – რუსეთის ციხეებში გადაყვანას შეძლებენ. ამის თაობაზე სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. დოკუმენტის ავტორთა განცხადებით, მისი მიზანია „დამნაშავეების სოციალური რეაბილიტაციის გამარტივება“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ამ ხელშეკრულებას მხარი უკვე დაუჭირა.
ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის 20 მოქალაქე იხდის სასჯელს, ხოლო რუსეთის ციხეებში 186 აფხაზი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები