მექსიკის დედაქალაქმა საკუთარი კონსტიტუცია მიიღო, რის შედეგად მარიხუანის მოხმარება და ევთანაზია დაკანონდა

მექსიკის დედაქალაქმა, მეხიკომ, საკუთარი კონსტიტუცია მიიღო. ქვეყნის პარლამენტმა მას სტატუსი შეუცვალა და შტატად გადააკეთა.  ამის შედეგად მექსიკაში 32-ე შტატი შეიქმნა.
მეხიკოს შტატად გარდაქმნის საკითხი პარლამენტში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში განიხილებოდა. მას 2016 წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ხელი მოაწერა.
მეხიკო 1824 წლიდან განსაკუთრებული ტერიტორიული ერთეულის სტატუსს ატარებს. აქ მექსიკის ცენტრალური ხელისუფლება იმყოფებოდა და ამიტომ ის არც ერთ შტატს არ ეკუთვნოდა.
მთავარი ცვლილებები, რაც მეხიკოს შტატად გარდაქმნის შემდეგ მოხდება – მარიხუანის ლეგალიზაცია სამედიცინო მიზნებისთვის, ასევე ევთანაზიის დაკანონება, ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება და ქალაქის წყლის რესურსების პრივატიზების აკრძალვაა.  ასევე კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეითებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით მოძრაობისას უპირატესობა აქვთ.
კონსტიტუციის განხილვა პარლამენტში საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. კერძოდ, მეხიკოს ძირითადი კანონიდან ამოიღეს პროსტიტუციის ლეგალიზების, ასევე კენჭისყრაში მონაწილე პირების ასაკის 16 წლამდე დაწევის, მინიმუმ 20-დღიანი შვებულების და  40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესების მუხლები. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს პუნქტები ფედერალურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები