მადლენ ოლბრაიტი: ვაშინგტონში დიპლომატებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი ყოფილი აგენტია
“ვაშინგტონში დიპლომატებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი ყოფილი აგენტია”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა განაცხადა.
ოლბრაიტმა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში ამერიკის როლზე ისაუბრა.
თავად როგორც ემიგრანტი, მადლენ ოლბრაიტი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დევნილების მიღებას ემხრობა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცისადმი ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტია.