ასლან ბასარია: ენგურჰესს 2018 წელს 6 თვით გააჩერებენ
„ჩერნომორენერგოს“ დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადებით, 2017 წელს ენგურჰესი 6 თვით უნდა გაჩერდეს, კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად. ამის შესახებ ბასარიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბასარიამ ასევე აღნიშნა, რომ თუ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა დენის საფასურს არ გადაიხდის, მისი გაძვირებაა შესაძლებელი. მან ისიც აღნიშნა, რომ ენერგოსისტემის გამართული მუშაობისთვის მას ხშირად კაპიტალური რემონტი ესაჭიროება, რაც არსებული ფინანსური რესურსებით შეუძლებელია. „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის განცხადებით, კაპიტალური შეკეთების გარეშე, ოკუპირებული რეგიონის ენერგოსისტემა გამართულად არ იმუშავებს და რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიების განმეორებაა მოსალოდნელი, რამაც მთელი აფხაზეთი დენის გარეშე დატოვა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესში წყლის დაბალი დონის გამო, თებერვლის შუა რიცხვებში, ჰიდროელექტროსადგური გაჩერდება.