დიდთოვლობის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა
დიდთოვლობის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილემ, მედეა ჩენგელიამ აცნობა. მისი ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 2 თებერვალს განახლდება.
ძლიერი თოვა ოკუპირებულ აფხაზეთში 28 იანვარს დაიწყო. ამის გამო ოკუპირებული რეგიონის გზებზე გადაადგილება გართულებულია.